|
2024-03-14 10:27:49, 1073 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტო - გერმანიაში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ასოციაციის „ქართული ღვინო“ ორგანიზაციული მხარდაჭერით, გერმანიის ქალაქ დუსელდორფში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების გამოფენაში ProWein Dusseldorf ქართული ღვინის მწარმოებელი 28 კომპანია მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, გამოფენაზე, სამი დღის განმავლობაში, ქართული ღვინის შეფასების შესაძლებლობა ღვინის პროფესიონალებს, კომერციული სექტორის წარმომადგნლებს და გამოფენის ათეულ ათასობით სტუმარს მიეცა, რასაც საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და გაყიდვების ზრდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართული ღვინის ოთხი პროფესიული პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა: პრესტიჟული გერმანული მედია ჰოლდინგის Meininger სტენდთან დეგუსტაციას „საქართველო - ღვინის სამშობლო“ ღვინის მაგისტრები იანეკ შუმანი (Janek Schumann) და კონსტანტინ ბაუმი (Konstantin Baum), ხოლო სამ ღონისძიებას სახელწოდებით „ქართული ღვინის დღე“, ცნობილი ინფლუესერი და სომელიე ტონი ასკიტისი (Toni Askitis) უძღვებოდნენ. „დუსელდორფის გამოფენა უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ გერმანიისთვის, არამედ ღვინის გლობალური ბაზრისთვის. აქ თავს იყრიან პროფესიონალები, კომპანიები მუდმივ რეჟიმში ხვდებიან პოტენციურ პარტნიორებს. საქართველო „ProWein Dusseldorf“-ში 24-ედ მონაწილეობდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანიც სწორედ ბაზრების დივერსიფიკაციაა. რაც შეეხება გერმანიას, ის ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის გაყიდვები სტაბულურად მზარდია“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ. გამოფენის ფარგლებში, ლევან მეხუზლამ შეხვედრები გამართა სხვადასხვა მარკეტინგული კომპანიის და მედიაჰოლდინგის წარმომადგენლებთან, ასევე, გამოფენის „Prowein” დირექტორ პეტერ შმიტცთან. 30-ე საიუბილეო ProWein Dusseldorf-ს, წელს მსოფლიოს 65 ქვეყნის 5400-მდე ღვინის მწარმოებელი მონაწილეობდა.
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)