05:00 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-12 14:43:47, 1015 ნახვა

მსოფლიო
ფაშინიანი - სომხეთი დატოვებს ОДКБ-ს, თუ ორგანიზაცია ერევნის მიერ დასმულ კითხვებს არ უპასუხებს

სომხეთი დატოვებს „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას" (ОДКБ), თუ ორგანიზაცია ერევნის მიერ დასმულ კითხვებს ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიასთან დაკავშირებით არ უპასუხებს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ფაშინიანი აღნიშნავს, სომხეთმა მიიღო გარანტიები „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისგან", რომ მზადაა, აზერბაიჯანთან საზღვარზე სამშვიდობო ძალები განალაგოს, მაგრამ ორგანიზაციას რესპუბლიკაში მისი პასუხისმგებლობის ზონა არ მიუთითებია.

„ახლა ჩვენ ვითხოვთ, ველით და მოვითხოვთ, რომ ჩვენი პატივცემული ОДКБ-ს პარტნიორებმა უპასუხონ კითხვას: რა არის „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის პასუხისმგებლობის სფერო სომხეთში“, - განაცხადა ფაშინიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics