|
2024-03-06 17:52:41, 1100 ნახვა
ეკონომიკა
„ლიბერთი“ განათლებისთვის - „ლიბერთის“ მხარდაჭერით ეროვნული კონფერენცია „ედკემპ საქართველო 2024“ ჩატარდა
„ლიბერთის“ სტრატეგიული პარტნიორობითა და მხარდაჭერით, ბათუმში, მეორე ეროვნული კონფერენცია „ედკემპ საქართველო 2024" (EdCamp Georgia) გაიმართა. ღონისძიებას სხვადასხვა რეგიონის, განათლების სფეროს 300-მდე ადგილობრივი და უცხოელი წარმომადგენელი ესწრებოდა. აღნიშნული კონფერენციის მიზანია, ღია და მხარდამჭერი გარემოს შექმნის გზით, მასწავლებელთა თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების წახალისება. გაიმართა პანელური დისკუსიები, ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ინოვაციური სწავლებისა და პროფესიული განათლების ხელშეწყობა საქართველოში. ღონისძიებაზე, ასევე, განიხილეს სკოლამდელი აღზრდის, ინკლუზიური და STEM საგნების სწავლების მნიშვნელოვანი ასპექტები. „ვიმედოვნებთ, რომ პროექტი „EdCamp Georgia" შექმნის გარემოსა და შესაძლებლობებს ისეთი ადამიანებისათვის, რომლებიც საქართველოში განათლების სფეროში არსებული გამოწვევების მიმართ გულგრილნი არ არიან და მზად არიან საკუთარი გამოცდილება სასკოლო საზოგადოებას გაუზიარონ" - ირინა ცისკარიძე, ედკემპის დამფუძნებელი „ლიბერთი“ წელს გახდა „EdCamp Georgia" პარტნიორი. ჩვენ უკვე მრავალი წელია აქტიურად ვართ ჩართულები საგანმანათლებლო ინიციატივებში. ვფიქრობთ, ედკემპის კონცეფცია უნიკალური პლატფორმაა მასწავლებლებისთვის ცოდნის და გამოცდილების გასაზიარებლად. აღნიშნული, ზუსტად პასუხობს დღეს მასწავლებლების წინაშე არსებულ გამოწვევებს. ვიმედოვნებთ, ჩვენი თანამშრომლობა მომავალში გაღრმავდება და ცოდნის გაზიარების ასეთი თავისუფალი და დინამიკური ფორმა, მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი გახდება" - თამარ ზაქარიაძე, „ლიბერთის“ კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი. ეროვნული კონფერენცია საქართველოს მასწავლებლების, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სკოლა-ლაბის პროგრამის, ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლის „პროგრესის", „ლიბერთი“ ბანკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, Courtyard by Marriott Batumi-სა და სულაკაურის გამომცემლობის დაფინანსებით ჩატარდა. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ქალაქ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების, სსიპ პროფესიული კოლეჯი ბლექსის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. ინიციატივა EdCamp-ი 2010 წელს ჩამოყალიბდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მას შემდეგ, რაც ამერიკელმა მასწავლებლებმა გადაწყვიტეს კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ალტერნატიული გზის მოძებნა. EdCamp-ის მოძრაობა 45-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა. საქართველოში „ედკემპი" პირველად 2022 წელს ჩატარდა, ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით. „ლიბერთი“ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. „ლიბერთი“ ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)