|
2024-03-06 14:10:14, 1004 ნახვა
ეკონომიკა
ქართული ღვინის მწარმოებლები იაპონიაში, საერთაშორისო გამოფენაში Foodex Japan 2024 მონაწილეობენ
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია იაპონიაში, ქალაქში ტოკიოში მიმდინარე კვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაში Foodex Japan 2024 მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, Foodex Japan 2024-ში მონაწილეობა ღვინის მწარმოებლებს ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების საშუალებას მისცემს და ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ზრდას, ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრებას და პოპულარიზაციას. "გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, იაპონურ მარკეტინგულ და საკონსულტაციო კომპანიებთან შეხვედრებს გამართავენ. იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა. მას შემდეგ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მუდმივად მონაწილეობენ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებში Foodex Japan და Wine and Gourmet Japan, ტარდება ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში, იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოს ყველა რეგიონში. აღსანიშნავია, რომ გამოფენაში Foodex Japan ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები 2015 წლიდან მონაწილეობენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული მარკეტინგული აქტივობების შედეგად, იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტის დინამიკა მზარდია. 2024 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოდან იაპონიაში 28 ათასი ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 549 %-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. კვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენა Foodex Japan იაპონიაში 1976 წლიდან ტარდება და აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ ღონისძიებად ითვლება",- ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)