|
2024-03-05 16:24:54, 786 ნახვა
მსოფლიო
შოიგუ - ნატოს მხრიდან საფრთხის გაზრდის გამო, რუსეთმა ორი ახალი სამხედრო ოლქი შექმნა
ნატოს მხრიდან საფრთხის გაზრდის გამო, რუსეთმა ორი ახალი სამხედრო ოლქი შექმნა, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა. როგორც შოიგუ აღნიშნავს, ლენინგრადისა და მოსკოვის სამხედრო ოლქების შექმნა ჯარების მართვისა და კონტროლის ეფექტურობას საგრძნობლად გაზრდის. „რუსეთის საზღვრებთან ნატოს სამხედრო პოტენციალის გაძლიერების ფონზე, ალიანსის გაფართოებით ფინეთის და მომავალში, შვედეთის ხარჯზე, ჩვენ გადავდგით ნაბიჯები ჩრდილო-დასავლეთისა და დასავლეთის სტრატეგიულ მიმართულებებში ჯარის გასაძლიერებლად. შეიქმნა შეიარაღებული ძალების ორი სახეობათაშორისი სტრატეგიული ტერიტორიული გაერთიანება - ლენინგრადისა და მოსკოვის სამხედრო ოლქები. ჩვენ გავაგრძელებთ შეიარაღებული ძალების შემადგენლობისა და სტრუქტურის გაუმჯობესებას რუსეთის ფედერაციის სამხედრო უსაფრთხოებისთვის წარმოქმნილი საფრთხეების პროპორციულად“, - განაცხადა სერგეი შოიგუმ.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)