21:48 - 09 May, 2026
|
2024-03-04 13:55:59, 1362 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: თებერვლის დასაწყისიდან რუსეთმა 15 საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგა
თებერვლის დასაწყისიდან რუსეთმა 15 სამხედრო თვითმფრინავი დაკარგა - ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „მხოლოდ ამ კვირაში მოვახერხეთ შვიდი რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება. სწორედ ისინი ყრიან ბომბებს და კლავენ უკრაინელებს. თებერვლის დასაწყისიდან რუსეთმა 15 სამხედრო თვითმფრინავი დაკარგა. ეს არის მათი დანაკარგების სწორი დინამიკა“, - განაცხადა ზელენსკიმ. თებერვლის ბოლოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თვის დასაწყისიდან მხოლოდ ორ კვირაში ჩამოაგდეს 13 რუსული საბრძოლო თვითმფრინავი, რაც ბევრად მეტია, ვიდრე ომის წინა თვეებში. რუსული მხარე ამ ციფრებს არ ადასტურებს და ომის პირობებში BBC დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს მეომარი მხარეების მსგავს ინფორმაციას.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)