09:30 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-02 11:24:01, 1496 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - წელს ჩვენ ცაში ახალი საბრძოლო თვითმფრინავები იქნება

წელს ჩვენ ცაში ახალი საბრძოლო თვითმფრინავები იქნება, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ნიდერლანდების ხელისუფლებას დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, რუსეთი უნდა დამარცხდეს და უკრაინამ პარტნიორებთან ერთად უსაფრთხოება უნდა აღადგინოს.

"ჩვენ გვაქვს სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტი ჩვენი მებრძოლებისთვის ნიდერლანდებიდან. სხვათა შორის ნიდერლანდები აქტიურად გვეხმარება საჰაერო თავდაცვაში, F-16 კოალიციით. წელს ახალი საბრძოლო თვითმფრინავები იქნება ჩვენს ცაში და ეს წელი ეფექტური უნდა გავხადოთ რუსული ბომბების, რუსული თვითმფრინავებისა და მათი რაკეტებისგან თავდასაცავად. 

მეთაურმა ოლეკსანდრ სირსკიმ, საჰაერო ძალების მეთაურმა მიკოლა ოლეშჩუკმა და თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა დღეს მარკ რუტესთვის სპეციალური სამხედრო ბრიფინგი გამართეს ფრონტზე არსებულ ვითარებაზე. რა თქმა უნდა, ხარკოვზეც ვისაუბრეთ. მადლობელი ვარ ნიდერლანდების მზადყოფნისთვის, გააგრძელოს დახმარება. მადლობას ვუხდი პირადად მარკს და ყველა ნიდერლანდელს უკრაინის მხარდაჭერისთვის.

მთავარი ისაა, რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს, ჩვენმა ქვეყანამ კი პარტნიორებთან ერთად უსაფრთხოება უნდა აღადგინოს. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინამ და ნიდერლანდებმა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics