|
2024-03-01 11:00:00, 1411 ნახვა
ომი უკრაინაში
შოლცი: გერმანია არ მიაწვდის Taurus რაკეტებს უკრაინას, რადგან მათ შეუძლიათ მოსკოვამდე მიაღწიონ
გერმანიას არ სურს უკრაინას Taurus რაკეტების მიწოდება, რადგან მათი დიაპაზონი მოსკოვზე დარტყმის საშუალებას იძლევა. - ამის შესახებ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. შოლცმა თქვა, რომ ზოგიერთ სხვა იარაღს, როგორიცაა MARS II მრავალჯერადი გამშვები სარაკეტო სისტემა (ამერიკული HIMARS-ის ვარიანტი), არ აქვს ისეთივე ძალა, როგორც Taurus რაკეტებს, მაგრამ „მათ მეტის გაკეთება შულძიათ“. „Taurus აქვს 500 კმ დიაპაზონი და არასწორად გამოყენების შემთხვევაში მას შეუძლია მიაღწიოს გარკვეულ სამიზნეებს სადმე მოსკოვში“. - ხაზი გაუსვა გერმანიის კანცლერმა. შოლცმა ცხადყო, რომ სხვა ქვეყნები, რომლებიც აწვდიან უკრაინას იარაღს, უზრუნველყოფენ მისი გამოყენების გარკვეულ პირობებს. გერმანიისთვის კი, ასეთი მიდგომა ნიშნავს გერმანელი სამხედროების მონაწილეობას რაკეტების გაშვებაში, თქვა შოლცმა. ”ჩვენს შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ჩავერთოთ, გერმანელი სამხედროები ჩავიდნენ უკრაინაში რათა, უზრუნველყონ სისტემის მუშაობა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს გამორიცხულია“, - განაცხადა კანცლერმა. მანამდე შოლცმა თქვა, რომ კიევისთვის Taurus-ის რაკეტების მიწოდება ომის ესკალაციასთან არის დაკავშირებული, რადგან მათ შეუძლიათ რუსეთის ტერიტორიაზე მოხვედრა. Taurus KEPD 350 საჰაერო-მიწა საკრუიზო რაკეტა დამზადებულია შვედურ-გერმანული კომპანია Taurus Systems-ის მიერ და აქვს 500 კმ-მდე მოქმედების მანძილი.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)