|
2015-02-11 20:46:33, 1326 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
12-13 თებერვალს, საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ ეწვევა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, 12 თებერვალს, ბოგდან აურესკუ მონაწილეობას მიიღებს საქართველოს 2015 წლის წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შემუშავების საერთაშორისო სემინარში. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში EUMM-ის მისიაში გამართავს შეხვედრას. 13 თებერვალს, ბოგდან აურესკუ ოფიციალურ შეხვედრებს გამართვას საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება ქართველ კოლეგას, თამარ ბერუჩაშვილს, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საოკუპაციო ზოლის გასწვრივ მდებარე სოფლებს მოინახულებს და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა. ამასთან, ბოგდა აურესკუ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)