06:21 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-27 22:41:04, 965 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - საუდის არაბეთის პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან შეხვედრაზე სამშვიდობო გეგმას განვიხილავთ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა, სადაც საუდის არაბეთის პრინც მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდს შეხვდება, სადაც მხარეები უკრაინის სამშვიდობო გეგმას განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, განხილვის თემა ტყვეებისა და უკანონოდ დეპორტირებული პირების სამშობლოში დაბრუნების საკითხიც იქნება.

„პირველი საკითხია სამშვიდობო ფორმულა. გასულ წელს ჯიდაში მრჩეველთა ეფექტური შეხვედრა გავმართეთ, რათა განგვეხილა მისი განხორციელების საკითხი. ჩვენ ახლა გვიახლოვდება პირველი სამშვიდობო სამიტი და ვეყრდნობით საუდის არაბეთის მუდმივ აქტიურ მხარდაჭერას“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics