|
2024-02-27 09:59:47, 765 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკმა სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები დააჯილდოვა
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირის მხარდაჭერითა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პარტნიორობით, ორბელიანების სასახლეში „სოციალური მეწარმეობის საუკეთესო ახალგაზრდა ელჩი 2024“ გამოვლინდა. ღონისძიებას 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა ბიზნესსექტორის, დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან. CSRDG-მ სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები საქართველოს 6 რეგიონში გამოავლინა. ახალგაზრდა ელჩების პროგრამის მიზანია ახალგაზრდები ჩაერთონ მათ გარშემო არსებული სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრაში სოციალურ მეწარმეობაზე ცნობიერების ამაღლებით, მისწვდნენ სოფლებსა და შორეულ ადგილებში მცხოვრებ ადამიანებს და გააცნონ სოციალური მეწარმეობა, ახალგაზრდებს განუვითარდეთ პროექტების მართვისა და სხვა საჭირო უნარ-ჩვევები. ახალგაზრდა ელჩებმა მოწვეულ სტუმრებს საკუთარი საქმიანობის შედეგები წარუდგინეს. აღსანიშნია, რომ საკუთარ რეგიონებში, 6 თვის მანძილზე ელჩები ხვდებოდნენ ახალგაზრდებს, წარმართავდნენ როგორც საინფორმაციო შეხვედრებს, ასევე ქმნიდნენ ტრენინგმოდულებს, ინტერაქციულ თამაშებსა თუ აქტივობებს. სტუმრობდნენ რეგიონებში არსებულ სოციალურ საწარმოებს და ეცნობოდნენ საწარმოო პროცესებს. ახალგაზრდებთან ერთად იკვლევდნენ რეგიონისთვის დამახასიათებელ იმ გამოწვევებს, რომელთა დაძლევაში წვლილის შეტანაც სოციალური მეწარმეობის გზით არის შესაძლებელი. ბაზისბანკის, როგორც CSRDG-ის მიერ ორგანიზებული პროექტების მხარდამჭერისგან, 2024 წლის სოციალური მეწარმეობის საუკეთესო ახალგაზრდა ელჩს იმერეთის რეგიონიდან, ირაკლი თევზაძეს და ბაზისბანკის რჩეულ მარიამ შარაშიძეს გურიის რეგიონიდან, ფულადი პრიზები გადაეცათ. „ჩვენი ქვეყნის ერთადერთი არჩევანი ევროპული მომავალია, ევროპისაკენ მიმავალ გზაზე კი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენი ახალგაზრდობა - ძალა, რომელიც რეალური ცვლილებების ინიციატორია. ახალგაზრდების ჩართვა ჩვენს პროგრამაში, როგორც ჩვენი სოციალური მეწარმეობის ელჩებისა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშესაწყობად“, - აღნიშნა CSRDG-ს დირექტორმა, ეკა ურუშაძემ. „ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, CSRDG-ის მიერ სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ორგანიზებული პროექტების მუდმივი მხარდამჭერია. საქართველოს რეგიონების მასშტაბით პირდაპირი მუშაობით, ახალგაზრდა ელჩებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ადგილობრივ დონეზე შესაძლებლობების განვითარებასა და გაძლიერებაში. ვულოცავთ შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამოვლენილ გამარჯვებულებს და ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების, ახალი თაობის საგანმანათლებლო და სოციალური მეწარმეობის ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობების მხარდაჭერას კვლავ აქტიურ რეჟიმში გავაგრძელებთ“, - განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)