08:38 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-24 15:30:23, 862 ნახვა

მსოფლიო
მიშელი - სიმამაცის, გამბედაობისა და ბრძოლის ორი წელი - უკრაინა ევროპაა და ევროპა უკრაინაა

სიმამაცის, გამბედაობისა და ბრძოლის ორი წელი. თქვენ იცავთ თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ღირებულებებს. უკრაინა ევროპაა და ევროპა უკრაინაა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მიშელის თქმით, ევროპული საბჭო უკრაინას მხარს იქამდე დაუჭერს, სანამ "ბრიუსელში უკრაინისა და ევროკავშირის ლურჯი და ყვითელი დროშები ერთმანეთის გვერდით იფრიალებს".

"სიმამაცის, გამბედაობისა და ბრძოლის ორი წელი. თქვენ იცავთ თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ღირებულებებს. უკრაინა ევროპაა და ევროპა უკრაინაა. თქვენ გახდებით ჩვენი, ევროკავშირის ოჯახის წევრი და დღეს, ჩვენს გულებში, თქვენ უკვე ხართ ერთ-ერთ ჩვენგანი. მხარს დაგიჭერთ მანამ, სანამ ბრიუსელში უკრაინისა და ევროკავშირის ლურჯი და ყვითელი დროშები ერთმანეთის გვერდით იფრიალებს. დიდება უკრაინას!", - განაცხადა მიშერლმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics