" />
08:38 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-24 15:09:34, 841 ნახვა

მსოფლიო
სანდუ - 24 თებერვალს ტერორის ორ წელს აღვნიშნავთ - ამ ორ წელიწადში მშვიდობისა და თავისუფლების მნიშვნელობა ვისწავლეთ

24 თებერვალს აღვნიშნავთ ორ წელს, რაც მეზობელ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. ორი წელი, როდესაც საავადმყოფოები, ბაღები, მაღაზიები, საცხოვრებელი კორპუსები და ეკლესიები უკრაინაში პირდაპირ ჩვენს კართან, ყოველდღიურად იბომბებოდა, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

სანდუს თქმით, ამ ორ წელიწადში მსოფლიომ მშვიდობისა და თავისუფლების მნიშვნელობა ისწავლა.

"24 თებერვალს აღვნიშნავთ ორ წელს, რაც მეზობელ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. ორი წელი, როდესაც საავადმყოფოები, ბაღები, მაღაზიები, საცხოვრებელი კორპუსები და ეკლესიები უკრაინაში პირდაპირ ჩვენს კართან, ყოველდღიურად იბომბებოდა. ტერორის ორი წელი, მაგრამ ამასთან ერთად, ჩვენ აღვნიშნავთ წინააღმდეგობის ორ წელს მას შემდეგ, რაც თავისუფალი სამყაროს ქვეყნებმა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებმა გააერთიანეს ძალები უკრაინის მხარდასაჭერად. ამ ორ წელიწადში ჩვენ ვისწავლეთ მშვიდობისა და თავისუფლების მნიშვნელობა",- განაცხადა სანდუმ.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics