|
2024-02-22 11:38:25, 1035 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „ალფა დეველოპმენტ გლდანი“ დასრულდა
ალფა დეველოპმენტის და საინვესტიციო კომპანია ტექს ინვესტმენტის ერთობლივი პროექტი, „ალფა დეველოპმენტ გლდანი", რომელიც ბაზისბანკის მხარდაჭერით განხორციელდა, დასრულდა. კომპლექსი გმირი კურსანტების #7-ში მდებარეობს და გამოირჩევა საუკეთესო ადგილმდებარეობით. პროექტის ჯამური ღირებულება 5.3 მილიონი აშშ დოლარია, ბანკის მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერა კი 3.4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. 3200 მ²-ზე გაშენებული კომპლექსი 7 და 12-სართულიან ორ საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს, რომლის თანამედროვე შენობები მყუდრო და წყნარ საცხოვრებელ სივრცეს ქმნის. ბინები იდეალურად არის დაპროექტებული – ყველა ოთახს აქვს ფანჯარა და აივანი. კომპლექსის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია მოპირკეთებული და გამწვანებული ეზო. მობინადრეების განკარგულებაშია როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა ავტოსადგომი.
ალფა დეველოპმენტი 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ამ დროის განმავლობაში სტაბილური და სანდო კომპანიის რეპუტაცია მოიპოვა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მშენებლობას. უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო, კომფორტული ინფრასტრუქტურა, ბინების გონივრული გეგმარებები, მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალა, სწორი მენეჯმენტი და მაღალკვალიფიციური საპროექტო-საინჟინრო გუნდი ის უპირატესობებია, რაც ალფა დეველოპმენტს გამოარჩევს ქართულ ბაზარზე. ალფა დეველოპმენტ გლდანის შესახებ დეტალებს გაეცნობით აქ – Alfa Development ბაზისბანკის იპოთეკური სესხით სარგებლობა შესაძლებელია ონლაინ
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)