21:32 - 21 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-18 22:58:16, 1113 ნახვა

კულტურა
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე გრძელდება ქართული დელეგაციის წევრების შეხვედრები უცხოელ კოლეგებთან

„ბერლინალეზე" ინტენსიურად მიმდინარეობს ქართული დელეგაციის წევრების შეხვედრები უცხოელ კოლეგებთან. კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კობა ხუბუნაიამ, ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლებთან, ქართველ რეჟისორებსა და პროდიუსერებთან ერთად შეხვედრა გამართა „ევროპული კინოს პოპულარიზაციის" (EFP) ხელმძღვანელთან, სონია ჰეინენთან. შეხვედრაზე განიხილეს „ევროპული კინოს პოპულარიზაციის" სხვადასხვა პროგრამაში ქართველი რეჟისორების, პროდიუსერებისა და ქართული ფილმების  მონაწილეობის  საკითხი; იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის შესახებაც. 

დელეგაცია ასევე შეხვდა ვენეციის კინოფესტივალის პროგრამერს, პაოლო ბერტოლინის. მხარეებმა განიხილეს უახლესი ქართული ფილმები, რომლებსაც აქვს ფესტივალზე მოხვედრის შესაძლებლობა. ასევე, იმსჯელეს ვენეციის კინოფესტივალზე ეროვნული კინოცენტრის მიერ აღდგენილი ქართული კინომემკვიდრეობის რომელიმე ნიმუშის ჩვენებაზე.

შეხვედრა გაიმართა ლოკარნოს კინოფესტივალის პროგრამერ სტეფან ივანჩიჩთანაც. ეროვნული კინოცენტრის გუნდმა მასაც გააცნო ის უახლესი ქართული ფილმები, რომელთა მოხვედრა შესაძლებელია ლოკარნოს კინოფესტივალის კონკურსზე.

ანესის კინოფესტივალის მარკეტის (MIFA) დირექტორ ვერონიკა ენკრენაზთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ქართულ ანიმაციურ პროექტებზე ისაუბრეს; იმსჯელეს 2024 წლის ივნისსა და ნოემბერში ანესის კინოფესტივალის მარკეტზე  ქართული სტენდის წარდგენისა და თბილისში ანიმაციური პროექტების განვითარებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრის გამართვის შესახებ.

კიდევ ერთი შეხვედრა დელეგაციამ კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, კობა ხუბუნაიას,  მონაწილეობით კოტბუსის კინოფესტივალის დირექტორ ბერნ ბუდერთან გამართა. მხარეებმა შეხვედრაზე ახალი ქართული ფილმებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

ქართველ რეჟისორებსა და პროდიუსერებთან ერთად  Sheffield DocFest-ის ინდუსტრიული მიმართულების ხელმძღვანელ პატრიცია მანჩინისთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ფესტივალის ინდუსტრიულ ღონისძიებაზე ქართველი დოკუმენტალისტების მონაწილეობის საკითხი. ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლებმა ფესტივალის წარმომადგენელს გააცნეს ქართული დოკუმენტური კინოს პროექტები.

დელეგაცია შეხვდა კანის კინოფესტივალის Director's Fortnight-ის სექციის ხელმძღვანელს - კრისტოფერ ლეპარკს და კინოფესტივალ „სინემედის" (ხმელთაშუაზღვისპირეთის კინოფესტივალი მონპელიეში) დირექტორს.  კინოცენტრის წარმომადგენლებმა ქრისტოფერ ლეპარკს ახალი ქართული ფილმები გააცნეს. ასევე, ისაუბრეს მონპელიეს კინოფესტივალზე კინოცენტრის მიერ აღდგენილი ფილმების ჩვენებაზე.

ქართული დელეგაციის შეხვედრები კინოინდუსტრიისა და კინოს სფეროს წარმომადგენლებთან ფესტივალის მიმდინარეობისას აქტიურად გაგრძელდება.

ინფორმაციისთვის: 15-25 თებერვალს ქ. ბერლინში იმართება 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის ფარგლებში 15-21 თებერვალს ტარდება ევროპული კინოს ბაზრობა (EFM). ბაზრობაზე ეროვნული კინოცენტრი, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და „ჯორჯიან ეარვეისის" მხარდაჭერით, ტრადიციულად, საქართველოს სტენდით არის წარმოდგენილი, რომელიც წარმოაჩენს ქართული კინოს უმდიდრეს მემკვიდრეობას, წარადგენს ახალ პროექტებს, პოპულარიზაციას უწევს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში კინოგადაღებებისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანას.

ქართული კინოს სათანადოდ წარდგენისა და პოპულარიზაციის მიზნით დელეგაციაში არაერთი რეჟისორი და პროდიუსერია, რომლებიც შეძლებენ სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლების გაცნობას და დასახავენ გეგმებს, როგორც ერთობლივი პროდუქციის შესაქმნელად, ასევე ქვეყნის კინოწარმოების განვითარების კუთხით. ეს ხელს შეუწყობს ქართველი კინოხელოვანების საერთაშორისო კავშირების განმტკიცებასა და მათი მიმდინარე პროექტების წარმატებას. კინორეჟისორებითა და პროდიუსერებით დაკომპლექტებულ დელეგაციას შეუძლია საკუთარი შემოქმედებით თუ სამომავლო პროექტებით დააინტერესოს ევროპული ბაზარი და ხელი შეუწყოს ქართული კინოს პოპულარიზაციას.

ევროპულ კინობაზრობაზე საქართველოს დელეგაცია, რომელსაც კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაია ხელმძღვანელობს, კიდევ არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს პროდიუსერებთან, კომპანიების, კინოთეატრების, ონლაინპორტალებისა თუ საერთაშორისო კინოფესტივალების წარმომადგენლებთან. ასევე, დაიგეგმება პროექტები, რომლებიც საქართველოში უცხოურ ინვესტიციებს მოიზიდავს. ფესტივალის მსვლელობისას დაგეგმილია საქართველოს, როგორც კინოწარმოებისთვის მიმზიდველი ქვეყნის, რეკლამირება/პოპულარიზაცია. ამასთან დაკავშირებით საქართველოს სტენდზე ეროვნული კინოცენტრის გუნდთან ერთად მუშაობენ პროგრამის - „გადაიღე საქართველოში" - წარმომადგენლები.

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოქმედებს „ევროპული კინოს ხელშეწყობის" (EFP - European Film Promotion) ერთ-ერთი საკონკურსო პროგრამა European Shooting Stars-ი.

კონკურსისთვის კინოინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტების ჟიურიმ 2023 წლის ათ ევროპელ ტალანტს შორის გამოარჩია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ წარდგენილი მსახიობი სალომე დემურია, რომელიც რუსუდან გლურჯიძის ფილმში „ანტიკვარიატი" შესრულებული როლისთვის ევროპული კინოს „ამომავალ ვარსკვლავებს" შორის დასახელდა. მას ჯილდოს 19 თებერვალს გადასცემენ. კინოფესტივალის მსვლელობისას მსახიობს, უცხოელ კოლეგებთან ერთად, შესაძლებლობა ექნება პირისპირ შეხვდეს კინოინდუსტრიის ცნობილ წარმომადგენლებს.

საგულისხმოა, რომ EFP-ი საერთაშორისო ქსელია, რომელიც 37 ქვეყნის კინოორგანიზაციას აერთიანებს. მათ შორის არის საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

ქართულ და ევროპულ კინოს ათწლეულების მანძილზე მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს. სწორედ ამ ურთიერთობის გაღრმავებისა და ახალი თანამშრომლობის პერსპექტივების წარმოსაჩენად იმყოფება წლევანდელ „ბერლინალეზე" საქართველოს კინოცენტრის წარმომადგენლობითი დელეგაცია.
 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქურასბედიანი - ვენეციის კომისიის დასკვნით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო არცერთი არგუმენტი არ არსებობს
ვენეციის კომისია ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ​“ კანონის ამჟამინდელი ფორმით გააუქმებას ურჩევს
პესკოვი - უკრაინელი სამხედროები არახელსაყრელ ვითარებაში იმყოფებიან, ამის გამო ზელენსკი ომში დასავლეთის უფრო აქტიურად ჩართვას ცდილობდა
ცესკოს თავმჯდომარე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics