10:59 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-16 16:49:35, 1007 ნახვა

მსოფლიო
ევროპარლამენტის პრეზიდენტი ნავალნიზე - რუსეთმა მას წაართვა თავისუფლება და სიცოცხლე, მაგრამ ვერ წაართვა ღირსება

შეძრწუნებული ვარ სახაროვის პრემიის ლაურეატის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებით, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც მეცოლა აღნიშნავს, „რუსეთმა ნავალნის წაართვა თავისუფლება და სიცოცხლე, მაგრამ ვერ წაართვა ღირსება".

„მსოფლიომ დაკარგა მებრძოლი, რომლის გამბედაობაც თაობების განმავლობაში იპოვის გამოძახილს. შეძრწუნებული ვარ სახაროვის პრემიის ლაურეატის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებით. რუსეთმა წაართვა მას თავისუფლება და სიცოცხლე, მაგრამ ვერ წაართვა ღირსება. დემოკრატიისთვის მისი ბრძოლა გრძელდება“, - წერს მეცოლა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ავტოსაგზაო შემთხვევას მოტომრბოლელი, საქართველოს ორგზის ჩემპიონი დავით რობანიშვილი ემსხვერპლა
ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბეთის პრეზიდენტის პოსტი დატოვა
რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ხარკოვში 22 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევში - ოთხი
რუსულმა დარტყმამ უკრაინაში გერმანული კომპანია Kärcher-ის კუთვნილი საწყობი გაანადგურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics