|
2024-02-13 16:38:30, 1175 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილმა კორპორაცია Emaar Properties-ის დამფუძნებელთან საქართველოში მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობა განიხილა
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კორპორაცია Emaar Properties-ის დამფუძნებელ მუჰამედ ალი რაშედ ალაბართან კორპორაციის საქართველოს ბაზარზე შემოსვლისა და მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობის საკითხები განიხილა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრა ლევან დავითაშვილის არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, მასში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები მარიამ ქვრივიშვილი და გენადი არველაძე. "შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე ტენდენციები და სამომავლო განვითარების პერსპექტივები, საქართველოს დელეგაციის წევრებმა ასევე ყურადღება გამახვილეს ლიბერალურ საგადასახადო სისტემასა და მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე. შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს კორპორაცია Emaar Properties-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლისა და მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე. აღსანიშნავია, რომ Emaar Properties-ი უძრავი ქონების განვითარების მულტიეროვნული კომპანიაა, რომელიც აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის არაერთ ქვეყანაში ოპერირებს და მილიარდობით აქტივებს ფლობს მსოფლიო მასშტაბით, მუჰამედ ალი რაშედ ალაბარი კი მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის – „ბურჯ-ხალიფას" მფლობელია", - აღნიშნულია ინფორმაციაში. დავითაშვილის თქმით, საქართველოში ისეთი მსხვილი კორპორაციის შემოსვლა, როგორიცაა Emaar Properties, დამატებით სტიმულს მისცემს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდას, საქართველოსადმი ნდობას არამხოლოდ საამიროებში, არამედ ყურის და სხვა ქვეყნებში. „ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოში მსგავსი რანგის კომპანიის შემოსვლა, რომელიც ეკონომიკის ბევრი მიმართულებით, ერთიანი პროექტის ფარგლებში განახორციელებს მსხვილ ინვესტიციას. ეს დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ახალ მიმართულებებზე", - განაცხადა დავითაშვილმა. კორპორაცია Emaar Properties-ის დამფუძნებელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო რჩება საინვესტიციოდ ერთ-ერთ საინტერესო და მოწინავე მიმართულებად, მათ შორის ვაჭრობის, ტურიზმის და ავიაციის კუთხით. მუჰამედ ალი რაშედ ალაბარის განცხადებით, მსგავსი სახის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობას, ასევე გააძლიერებს სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო თანამშრომლობას.
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)