12:52 - 13 Jun, 2026
|
2024-02-12 23:06:04, 867 ნახვა
მსოფლიო
ბორელი აშშ-ს სთავაზობს, რომ ისრაელის სამხედრო დახმარების საკითხს გადახედოს
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აშშ-ს სთავაზობს, რომ ისრაელის სამხედრო დახმარების საკითხს გადახედოს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც ბორელი აღნიშნავს, თუ საერთაშორისო საზოგადოებას სჯერა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება, უნდა დაიწყოს მსჯელობა იარაღის მიწოდების შეჩერებაზე. „თუ ფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება, თქვენ შეგიძლიათ ისრაელს ნაკლები იარაღი მიაწოდოთ. თუ საერთაშორისო საზოგადოებას სჯერა, რომ ეს არის ხოცვა და ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება, იქნებ, იარაღის მიწოდების შეჩერებაზე უნდა ვიფიქროთ“, - განაცხადა ბორელმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)