|
2024-02-09 09:02:19, 1467 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 100 მებრძოლი გაათავისუფლა [ვიდეო]
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 100 მებრძოლი გაათავისუფლა. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, მთლიანობაში, უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან უკვე 3 135 უკრაინელი ჯარისკაცის გათავისუფლება შეძლო. "კიდევ 100 ჩვენი ჯარისკაცი რუსული ტყვეობიდან სახლში დაბრუნდა. უმრავლესობა მარიუპოლისა და აზოვსტალის დამცველები არიან. უკრაინაში დაბრუნდენ ეროვნული გვარდიის, სასაზღვრო სამსახურისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები. მთლიანობაში, რუსეთის ტყვეობიდან უკვე გათავისუფლებულია 3 135 უკრაინელი. მადლობას ვუხდი მთელ ჩვენს გუნდს, რომელიც ჩართულია გაცვლის პროცესში. კირილ ბუდანოვსა და ყველას დაზვერვის მთავარი სამმართველოდან, ანდრეი ერმაკსა და მისი ოფისის გუნდს... ყველას ვინც ჩართულია ამ პრეცესში და ეხმარება... და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს ჯარისკაცს ფრონტის ხაზზე, თითოეულ ქვედანაყოფს, რომელიც რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძვის", - განაცხადა ზელენსკიმ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)