|
2024-02-07 10:48:54, 1155 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ Agile Business Awards-ის გამარჯვებულია
რეგიონში პირველად, გავლენიანმა საერთაშორისო კონკურსმა Agile Business Award-მა "თიბისი" საუკეთესო ეჯაილ ბიზნესად დაასახელა. "თიბისიმ" გამარჯვება ისტორიულად ყველაზე კონკურენტულ კატეგორიაში - Overall Business Agility-ი მოიპოვა. კონკურსს ყოველწლიურად Agile Business Consortium ატარებს. "თიბისი" იყო პირველი უმსხვილესი კომპანია, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ეჯაილ ტრანსფორმაცია დაიწყო საქართველოში. სწორედ ამ პროცესების შეჯამებით აიღო ჯილდო, რომელიც ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო კომპანიებს აქვთ მოპოვებული როგორებიცაა: Natwest Group, RHB Banking Group, Vodafone, bp, Capgemini. "თიბისი", როგორც საქართველოში ეჯაილის ფუძემდებელი, ბოლო 5 წლის განმავლობაში არაერთი აქტივობით უჭერდა მხარს ამ მიმართულების განვითარებას. 2022 წელს უკვე ნათლად გამოიკვეთა დადებითი შედეგები, რომელიც ადამიანების ცხოვრების გამარტივებაში და ტექნოლოგიური პროცესების სისწრაფეში აისახა. Agile Business Awards ყოველწლიური კონკურსია, რომელსაც ამ მიმართულებით ლიდერი საერთაშორისო ორგანიზაცია - Agile Business Consortium ატარებს. თავად ეს ორგანიზაცია 1994 წლიდან ფუნქციონირებს და მიზნად ისახავს საერთაშორისო დონეზე Business Agility-ს პრაქტიკების გავრცელებას. ჯილდოები 4 კატეგორიაში გაიცემა - Agile in Marketing, Agile in HR, Agile in Finance და Overall Business Agility.
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)