|
2024-01-30 12:07:00, 793 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, NEW YORKER-ის ახალი მაღაზია გაიხსნა
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, გლობალურმა ბრენდმა, NEW YORKER-მა რიგით მეექვსე მაღაზია, თბილისში გახსნა. ახალი მაღაზია ილია ვეკუას ქ.#1-ში, სავაჭრო ცენტრში „სითი მოლი გლდანი“ მდებარეობს და ის მომხმარებლებს ორშაბათიდან-კვირის ჩათვლით მოემსახურება. გახსნაზე NEW YORKER–მა მომხმარებლებს ზამთრის ახალ კოლექციასთან ერთად, სხვადასხვა გასართობი აქტივობა შესთავაზა. ასევე, მომხმარებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სპეციალური 20%-იანი ფასდაკლებით ესარგებლათ. NEW YORKER გერმანული ბრენდია, რომელიც 1971 წელს დაარსდა და მსოფლიოს 44 ქვეყანაში 1100-ზე მეტ მაღაზიას ფლობს. 2011 წლიდან საქართველოში მას კომპანია ISOLA-G წარმოადგენს, რომელიც Pan European Fashion Group–ის წევრია და ქართველ მომხმარებლებს არაერთ საერთაშორისო ბრენდს, მათ შორის: Burberry-ს, Polo Ralph Lauren-სა და სხვა ბრენდებს სთავაზობს. „საქართველოს ბანკისა“ და ISOLA–G-ს პარტნიორობა 2011 წლიდან იწყება და ამ დროის განმავლობაში ერთობლივად არაერთი პროექტი განვახორციელეთ. მოხარულები ვართ, რომ წლიდან წლამდე ვხედავთ კომპანიის განვითარებას და გაძლიერებას და ვამაყობთ, რომ ჩვენი მხარდაჭერით, NEW YORKER-ის კიდევ ერთი, მეექვსე მაღაზია გაიხსნა. საერთაშორისო ბრენდების შემოსვლა ქართულ ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ დიდი კონტრიბუცია შეაქვთ ჩვენს ეკონომიკაში. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების განხორციელებას პარტნიორ ბიზნესებთან ერთად.“ - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნიკოლოზ მითაიშვილმა.
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)