15:21 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-26 22:27:39, 902 ნახვა

მსოფლიო
არახამია - უკრაინა პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას იმ დეპუტატების გამო, რომლებსაც მუშაობის შეწყვეტა სურთ

უკრაინა პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას იმ დეპუტატების გამო, რომლებსაც მუშაობის შეწყვეტა სურთ, - ამის შესახებ უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა.

არახამიას თქმით,  უკრაინის უმაღლეს რადაში არ არის ერთობა, რომელიც იყო წელიწადნახევრის წინ და ახლა ამ მხრივ კიდევ უფრო უარესი მდგომარეობაა, ვიდრე ომამდე იყო.

"პარლამენტთან დაკავშირებით დიდი კრიზისი ახლოვდება, რადგან ფრაქციაში გადადგომის შესახებ 17 განცხადება მაქვს. ანუ პარლამენტში უკვე 401 კაცი გვყავს, სამედიცინო მიზეზების გამო კიდევ ერთს აუცილებლად გავათავისუფლებთ - 400 კაცი იქნება. 400-დან 226 [მინიმალური რაოდენობა, რომელიც საჭიროა გადაწყვეტილების მისაღებად] დეპუტატის შეკრება ძალიან რთული იქნება", - განაცხადა დავით არახამიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ფარულავა - ლევან მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება
ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია
მაჭავარიანი – 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics