|
2024-01-25 15:41:28, 1564 ნახვა
ომი უკრაინაში
ლუბინეცი - ვერ ვნახეთ ნიშნები, რომ Ил-76-ზე 65 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა ტყვეების გაცვლა ნამდვილად დაგეგმილი იყო
დადასტურებით ვერ გეტყვით, რომ რუსულ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავ Ил-76-ზე მართლაც იყვნენ სამხედრო ტყვეები, - ამის შესახებ ადამიანის უფლებების საკითხებში უკრაინის უმაღლესი რადას რწმუნებულმა, დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა. ლუბინეცი ადასტურებს ინფორმაციას, რომ 24 იანვარს, რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების გაცვლა იყო დაგეგმილი, თუმცა ამბობს, რომ ვერ ნახეს ნიშნები, რომლებიც თვითმფრინავში 65 ადამიანის ყოფნაზე მეტყველებდა. "დადასტურებით ვერ ვიტყვი, რომ იქ მართლაც იყვნენ სამხედრო ტყვეები. იმ ფოტოებისა და ვიდეოების ანალიზზე დაყრდნობით, რაც ინტერნეტში ვნახეთ, თუ იქ ცხედრები იყო - ისევ ექსპერტი არ ვარ - მაგრამ რუსებს რომ ჰქონოდათ რამე ფოტო ან ვიდეო, რომ ჩვენი სამხედრო ტყვეები იქ იყვნენ, უკვე გამოიყენებდნენ. ჩვენ ვერ ვნახეთ ნიშნები იმისა, რომ თვითმფრინავში ამდენი ადამიანი იყო – უკრაინის მოქალაქეები თუ უკრაინის არამოქალაქეები... მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ვისთან ვცდილობთ შეთანხმებას - რუსეთის ფედერაციასთან. ისინი ეშმაკურად იბრძვიან ჩვენ წინააღმდეგ, ასევე ეშმაკურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს. მე შემიძლია დავადასტურო ინფორმაცია, რომ გაცვლა ნამდვილად იყო დაგეგმილი და როგორც ყოველთვის, ესწრებოდნენ ჩვენი დაწესებულების წარმომადგენლები. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ გავაანალიზოთ ტყვეობიდან დაბრუნებული ჩვენი გმირების მდგომარეობა. ჩვენ ასევე ოფიციალურად ვაფიქსირებთ უკრაინაში რუსი სამხედრო ტყვეების დაკავების პირობებს, ვაკეთებთ ოფიციალურ ანგარიშს, რომელსაც შემდეგ ვაწვდით საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა მოგვიანებით იურიდიულად უარვყოთ რუსეთის ფედერაციის ყველა უკანონო განცხადება იმის შესახებ, რომ ჩვენ თითქოსდა უღირსად ვექცევით რუს ტყვეებს", - განაცხადა ლუბინეცმა. შეგახსენებთ, გუშინ, 24 იანვარს რუსეთში, ბელგოროდში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-76 ჩამოვარდა. რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბორტზე 65 უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა. დღეს, 25 იანვარს უკრაინის უშიშროების სამსახურმა ბელგოროდში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლით დაიწყო, რაც ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)