08:46 - 10 May, 2026
|
2024-01-08 15:33:16, 1958 ნახვა
ომი უკრაინაში
ზალუჟნი - რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე თავდასხმისთვის 51 რაკეტა და 8 დრონი გამოიყენეს
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე თავდასხმისთვის 51 რაკეტა და 8 დრონი გამოიყენეს, - აღნიშნულის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი Telegram-ზე წერს. ზალუჟნის თქმით, ოკუპანტებმა ფრთოსანი, ბალისტიკური, მართვადი საჰაერო რაკეტები და „შაჰიდის“ ტიპის დრონები გამოიყენეს. "ჩვენმა დამცველებმა „შაჰიდის“ ტიპის 8 უპილოტო საფრენი აპარატი და Х-101/Х-555/Х-55 ტიპის 18 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს", - წერს ზალუჟნი. მისივე თქმით, რუსმა ოკუპანტებმა რაკეტები და დრონები ხარკოვის, დნიპროს, ზაპოროჟიესა და ხმელნიცკის მიმართულებით გაუშვეს. ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა დღეს, დნეპროპეტროვსკი, ხარკოვი და კრივოი როგი დაბომბეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)