09:33 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-03 13:29:26, 1230 ნახვა

ომი უკრაინაში
პოლონეთის საგარეო მინისტრი - რუსეთის თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ

რუსეთის თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გამკაცრდეს, რათა მან ვერ შეძლოს იარაღის მოპოვება, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს.

„უკრაინაზე ბოლო თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ: სანქციების გამკაცრებით, რათა მან ვერ შექმნას ახალი იარაღი კონტრაბანდული კომპონენტებით და კიევისთვის რაკეტების მიცემით, რაც საშუალებას მისცემს, გაანადგუროს სამეთაურო ცენტრები“, - წერს სიკორსკი X-ზე.

ცნობისთვის, 2 იანვარს უკრაინაზე რუსეთის მასიურ სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 119 - დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics