03:11 - 21 Aug, 2026
|
2024-01-03 11:32:33, 1109 ნახვა
ომი უკრაინაში
საფრანგეთის საგარეო - რუსეთი განაგრძობს ტერორის სტრატეგიას - საფრანგეთი სარაკეტო დარტყმების მასიურ ტალღას მკაცრად გმობს
საფრანგეთი მკაცრად გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სარაკეტო დარტყმების მასიურ ტალღას, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. საგარეო უწყების ცნობით, საფრანგეთი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას თავის პარტნიორებთან უკრაინის მედეგობის გასაძლიერებლად და უკრაინის ლეგიტიმური თავდაცვის უზრუნველსაყოფად. "რუსეთი განაგრძობს ტერორის სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას, რათა შეასუსტოს უკრაინელი ხალხის მედეგობა კონფლიქტის მეორე ზამთრის პერიოდში", - განაცხადეს საფრანგეთის საგარეო უწყებაში. ცნობისთვის, 2 იანვარს უკრაინაზე რუსეთის მასიურ სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 119 - დაშავდა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)