|
2023-12-29 15:21:08, 1424 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით „ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეის“ 13 რესტორანი გახსნა
2023 წელს, ბაზისბანკის მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით „ვისოლ ჯგუფმა“ სწრაფი კვების სარესტორნო ინდუსტრიის მსოფლიო ლიდერ „საბვეის“ 13 რესტორანი გახსნა. „საბვეის“ ამერიკული რესტორნები მსოფლიოს მასშტაბით წელიწადში მილიარდ ადამიანს მასპინძლობენ. „საბვეის“ ქართული რესტორნები ინდივიდუალურად აწყობილი სენდვიჩების გარდა, მომხმარებელს პროფესიონალი კულინარების მიერ პოპულარული ინგრედიენტების მიქსით შექმნილ მზა შეთავაზებებსაც ახვედრებს, რათა „საბვეიში“ სტუმრობა სასიამოვნო გამოცდილებად უქციოს სტუმარს, ვისაც ჯანსაღი და გემრიელი მენიუს მირთმევა სწრაფი მომსახურებით სურს. „საბვეისთან“ მასტერ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების საფუძველზე მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში “საბვეის” 80 რესტორანს გახსნის. “ვისოლ ჯგუფი ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესჯგუფია საქართველოში, რომელიც რეგიონში მსხვილი გლობალური ბრენდების წარმატებულ საქმიანობას უკვე მრავალი წელია უზრუნველყოფს. „საბვეის“ ქსელის განვითარება საქართველოში ვისოლ ჯგუფის ისტორიაში ახალი, მნიშვნელოვანი წარმატებების საწყისია. სოლიდური ინვესტიცია კი, რომელიც „საბვეის“ ქსელის განვითარებისთვის გავიღეთ, კიდევ უფრო მეტ პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს ქართულ ბიზნესსა და ეკონომიკაზე“, - აცხადებს ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე. „ბაზისბანკს, როგორც ბიზნესის ერთ-ერთ უმსხვილეს დამფინანსებელს საქართველოში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსგავსი მასშტაბური პროექტების მხარდაჭერის მიმართულებით, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთი წარმატებული პროექტის განხორციელების თანამონაწილეები ვართ, „ვისოლ ჯგუფთან“ თანამშრომლობით შეიქმნება ასობით ახალი სამუშაო ადგილი და „საბვეის“ მსოფლიოში ცნობილი რესტორნები მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი“, - აცხადებს ბაზისბანკის კომერციული დირექტორი, გიგი გაბუნია. “საბვეის“ განვითარების ისტორია 1965 წლიდან იწყება. დღეს ლეგენდარული ამერიკული ბრენდი 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი 37,000-ზე მეტი რესტორნით და ლიდერია სწრაფი კვების სარესტორნო ინდუსტრიაში.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)