|
2023-12-25 09:21:34, 1697 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკის საშობაო მიმართვა - ბოროტება დამარცხდება, ზუსტად ამისთვის ვლოცულობთ დღეს ერთად
დღეს ყველა უკრაინელი ერთად ვართ. ჩვენ ყველა ერთად ვზეიმობთ შობას, როგორც ერთი დიდი ოჯახი, ერი და ქვეყანა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საშობაო მიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, დღეს ყველა უკრაინელის საერთო მიზანი და ოცნება უკრაინის თავისუფლება და გამარჯვებაა. "დღეს ყველა უკრაინელი ერთად ვართ. ჩვენ ყველა ერთად ვზეიმობთ შობას, როგორც ერთი დიდი ოჯახი, ერი და ქვეყანა. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენი ლოცვა უფრო ძლიერი იქნება. ხალხის ლოცვა - ის გააერთიანებს მილიონობით ხმას ისე, როგორც არასდროს. ეს არის შობა, რომელსაც აქვს განსხვავებული განწყობა, კონტექსტი და გემო. საოჯახი ვახშამი არ არის ისეთი, როგორც ყოველთვის, რადგან ყველა ჩვენგანი არ იმყოფება სახლში და ყველა ჩვენგანს არ აქვს სახლი. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა არა ის, თუ როგორი კერძებია სუფრაზე, არამედ როგორი ადამიანები არიან მაგიდის გარშემო და რამდენად ძვირფასია, როცა ისინი ჩვენთან ახლოს არიან. დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ის, თუ როგორ ვრთავთ ჩვენს სახლებს, არამედ ის, თუ როგორ ვიცავთ მას და ვანადგურებთ მტერს ჩვენი სახლიდან. გვიხარია, როცა საღამოს ცაზე პირველ ვარსვლავს ვამჩნევთ და ვერ ვხედავთ მტრის რაკეტებს ან დრონებს. ქრისტეშობამდელი ღამეები წელიწადში ყველაზე გრძელია, მაგრამ დღე უკვე იწყებს ზრდას და სინათლე გამარჯვებას იწყებს. სინათლე ძლიერდება. ნაბიჯ-ნაბიჯ, დღითი-დღე სიბნელე მარცხდება. საბოლოოდ, სიბნელე წააგებს. ბოროტება დამარცხდება. დღეს ეს ჩვენი საერთო მიზანია, საერთო ოცნებაა და ზუსტად ეს არის ის, რისთვისაც დღეს ერთად ვლოცულობთ. ჩვენი თავისუფლებისთვის. ჩვენი გამარჯვებისთვის. ჩვენი უკრაინისთვის. ქრისტე დაიბადა! ვადიდოთ იგი! ქრისტე იშვა!"- განაცხადა ზელენსკიმ.
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)