11:17 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-21 09:29:48, 1195 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 35 დრონიდან 34 გავანადგურეთ

უკრაინამ, 21 დეკემბრის ღამეს, რუსეთის მიერ გაშვებული 35 დრონიდან 34 გაანადგურა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს.

საჰაერო ძალების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება სამი მიმართულებით დაფიქსირდა - ყირიმიდან, რუსეთის ტერიტორიის პრიმორსკო-ახტარსკის რაიონიდან და კურსკის ოლქიდან.

"21 დეკემბრის ღამეს, ოკუპანტები უკრაინას Shahed-136/13-ის ტიპის დრონებით დაესხნენ თავს. დრონების გაშვება სამი მიმართულებით დაფიქსირდა - ყირიმიდან, რუსეთის ტერიტორიის პრიმორსკო-ახტარსკის რაიონიდან და კურსკის ოლქიდან. სულ დაფიქსირდა Shahed-136/131-ის ტიპის 35 უპილოტო საფრენი აპარატიდან 34-ის ჩამოგდება. თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საბრძოლო თვითმფრინავები, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური სახანძრო ჯგუფები.

საზენიტო თავდაცვა მუშაობდა კიევის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცის, ჩერკასის, ხერსონის, ზაპოროჟიას, ნიკოლაივის, ხმელნიცკის, სუმის, პოლტავას, ჩერნიგოვისა და კიროვოგრადის რეგიონებში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics