|
2023-12-20 17:15:34, 2045 ნახვა
ეკონომიკა
შამუგია - ციტრუსის დაბინავების პროცესი აქტიურად და შეუფერხებლად მიმდინარეობს - ვფიქრობ, სეზონი იქნება ძალიან წარმატებული ჩვენი ფერმერებისთვის
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ციტრუსის მიმღებ გადამმუშავებელ საწარმოში შპს „ავე ვაინ ჯორჯია“ იმყოფებოდნენ. საწარმოში ციტრუსის მიღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ხელისუფლების წარმომადგენლები არასტანდარტული ციტრუსის ჩაბარების პროცესს გაეცნენ. საკონსერვო ქარხანამ შპს Georgian industrial Asset Management Group ნედლეულის მიღება 4 დეკემბრიდან დაიწყო. „ციტრუსი აჭარასა და გურიაში ფერმერებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. მთავრობა მაქსიმალურად ეხმარება მათ პროდუქციის რეალიზებაში. დღეის მდგომარეობით, უკვე 26 ათას ტონაზე მეტი მანდარინია ექსპორტირებული, რაც მნიშვნელოვნად მეტია გასული წლის მონაცემებზე. საექსპორტო ფასიც წელს უფრო მაღალია. აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით ხორციელდება სუბსიდირება; დიდია მხარდაჭერა გადამუშავების ნაწილშიც. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესი აქტიურად და შეუფერხებლად მიმდინარეობს. ვფიქრობ, რომ სეზონი ფერმერებისთვის ძალიან წარმატებული იქნება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, არასტანდარტულ მანდარინზე წელს სუბსიდირება, გასულ წელთან შედარებით, 10 თეთრით გაიზარდა და 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 25 თეთრით განისაზღვრა. საწარმოს მიერ გადახდილ 5 თეთრს, სუბსიდიის თანხა ემატება და ფერმერი ჩაბარებულ არასტანდარტულ მანდარინში 30 თეთრს იღებს. „ჩვენი პროგნოზით, წელს მაღალშემოსავლიანი წელი გვექნება. უკვე ექსპორტირებულია ციტრუსის რეკორდული რაოდენობა. საერთო ძალისხმევით უნდა შევძლოთ, რომ რეალიზაციის გარეშე არ დარჩეს არც ერთი კილოგრამი მანდარინი“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაზა შავაძემ აღნიშნა, ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი აამოქმედა. შტაბის გამართული მუშაობის შედეგად, მანდარინის ჩაბარების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. მიმდინარე წელს, საპროგნოზო მონაცემებით, ციტრუსის მოსავალი 55 ათასი ტონა იქნება. სეზონზე საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმო იღებს. დღეის მდგომარეობით, უკვე ექსპორტირებულია 26 600 ტონა სტანდარტული მანდარინი. მიღებული და გადამუშავებულია 4 533 ტონა არასტანდარტული მანდარინი. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)