23:58 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-20 11:30:22, 932 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ მდგრადობის საუკეთესო ანგარიშის კატეგორიაში გამარჯვებულად დასახელდა

BARTA-მ უკვე მეხუთედ გამოავლინა გამორჩეული და გამჭირვალე ფინანსური ანგარიშგების მქონე კომპანიები, რომლებიც მდგრადი ანგარიშგების დანერგვის მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ.

აღნიშნული ჯილდოს ფარგლებში, „საქართველოს ბანკი“ მდგრადობის საუკეთესო ანგარიშის კატეგორიაში გამარჯვებულად დასახელდა.

გამარჯვებულების გამოსავლენად კომპანიებმა სამი ეტაპი გაიარეს, მათ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური აფასებდა. გამარჯვებულები ცხრა განსხვავებულ კატეგორიაში დასახელდნენ. 

„საქართველოს ბანკი“, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ქვეყნისა და საზოგადოების მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და მწვანე ინიციატივების განხორციელებას. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მდგრადი ანგარიშგების პრაქტიკების იმპლემენტაციას, რაც ერთი მხრივ, მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს როგორც ინვესტორებისთვის, ასევე კომპანიისთვის. ამასთან, ევროკავშირის მდგრად ეკონომიკაზე გადასვლის ღონისძიებების მხარდასაჭერად, 2021 წლის აპრილში ევროკომისიამ მოახდინა კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივის (CSRD) ინიცირება, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირში მდგრად ანგარიშგებას ფინანსური ანგარიშგების ანალოგიურ მნიშვნელობა მიენიჭება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თავიდანვე დავიწყოთ ძირეული ნაბიჯების გადადგმა აღნიშნული მიმართულებით“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ოსაძე.

ინფორმაციისთვის, BARTA-ს კონკურსი მსოფლიო ბანკის ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდის მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან (RSF) პარტნიორობით  იმართება.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics