|
2023-12-19 13:39:11, 902 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „პეჟო საქართველომ“ ახალი შოურუმი გახსნა
"საქართველოს ბანკი", ბიზნესების გაძლიერებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, "პეჟო საქართველომ" დავით აღმაშენებლის ხეივნის #100 - ში, ახალი შოურუმი გახსნა. პროექტის ჯამური ღირებულება 3 მილიონ ევროს შეადგენს და ის სრულიად "საქართველოს ბანკის" ფინანსური მხარდაჭერითაა განხორციელებული. „პეჟოს" დიდი ისტორია აქვს, რომელიც სათავეს 1810 წელს იღებს. 2021 წელს კი სტრატეგიულად შეცვალა პოზიციონირება ბაზარზე და ორიენტაცია პრემიუმ სეგმენტისკენ აიღო, რაც მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის ინტერიერის, მოწინავე ტექნოლოგიების და გამორჩეულად დახვეწილი დიზაინის შეთავაზებას გულისხმობს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემო გრძელვადიანი ურთიერთობებისთვის და სივრცე, სადაც მომხმარებლები ბრენდის უპირატესობებსა და მართვის სიამოვნებას შეიგრძნობენ. "პეჟო საქართველოს" უკვე შეუძლია ბრენდის მოყვარულებს შოურუმში უმასპინძლოს და შესთავაზოს პრემიუმ მომსახურება, როგორც საავტომობილო გაყიდვების, ასევე სერვისის მიმართულებით. გაგვაჩნია ამბიცია, რომ "პეჟო საქართველომ" ახალი ავტომობილების გაყიდვებში მნიშვნელოვანი ბაზრის წილი დაიკავოს და გახდეს ლიდერი კომპანია “Upper Mainstream” სეგმენტში“, - განაცხადა თორნიკე კიკნაველიძემ, "პეჟო საქართველოს" დირექტორმა. “საქართველოს ბანკისთვის" კერძო სექტორის განვითარება წლებია უცვლელი პრიორიტეტია და მიგვაჩნია, რომ ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ - ერთ მნიშვნელოვან კონტრიბუტორებს წარმოვადგენთ. მოხარულები ვართ, რომ თბილისში კიდევ ერთი პრემიუმ კლასის შოურუმი გაიხსნა. "პეჟოს" რებრენდინგისა და სტრატეგიის ცვლილების შემდგომ, ბაზარზე მისი მთავარი უპირატესობას სრულიად ახალი დიზაინის ელემენტები, პრემიუმ მომსახურება და კომფორტი წარმოადგენს. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს. მჯერა, რომ "პეჟოს" ახალი დიზაინი ბევრს მოხიბლავს და ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი ეყოლება საქართველოში. ჩვენ კი აქტიურ რეჟიმში განვაგრძობთ ბიზნესის მხარდაჭერას და გაძლიერებას“, - განაცხადა ნიკოლოზ მითაიშვილმა, "საქართველოს ბანკის" კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)