|
2023-12-18 21:16:53, 900 ნახვა
მსოფლიო
მიშელი - EU 2024 წლის პირველ თებერვალს გამართავს სამიტს, სადაც უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების საკითხზე იმსჯელებს
ევროკავშირი 2024 წლის პირველ თებერვალს გამართავს სპეციალურ სამიტს, სადაც ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ ევროკავშირის ბიუჯეტის, მათ შორის უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დამატებითი დახმარების გამოყოფის საკითხს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა. როგორც შარლ მიშელი აღნიშნავს, ევროკავშირის 26 ქვეყნის ლიდერებს ჯერ კიდევ სურთ დაარწმუნონ უნგრეთი გადაწყვეტილებაზე ვეტოს მოხსნაში. "ევროკავშირის სამიტი მრავალწლიანი ბიუჯეტის შესახებ 1-ელ თებერვალს გაიმართება. უკრაინის დახმარების დასამტკიცებლად, ცოტა მეტი დრო გვჭირდება უნგრეთის დასარწმუნებლად", - განაცხადა მიშელმა. ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უკრაინისთვის გამოყოფილი ევროკავშირის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი დაბლოკა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)