23:28 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-18 20:31:58, 1837 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი დაამტკიცა.  ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს.

ევროკავშირი აწესებს აკრძალვას რუსეთიდან ბრილიანტების პირდაპირ ან ირიბ იმპორტზე, შეძენასა და გადაცემაზე.

ამასთან, ევროპულმა საბჭომ 29 სუბიექტი დაამატა იმ სიაში, ვინც უშუალოდ მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო და ინდუსტრიულ კომპლექსის განვითარებას, რაც უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენება.

როგორც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, ევროკავშირი უკრაინისადმი მტკიცედ ერთგულია და აგრძელებს მისი ბრძოლის მხარდაჭერას თავისუფლებისა და სუვერენიტეტისათვის.

"ამ მე-12 პაკეტით ჩვენ წარმოვადგენთ ეკონომიკური ზომების ძლიერ ჩამონათვალს, რომელიც კიდევ უფრო შეასუსტებს რუსეთის საომარ მანქანას. ჩვენი გზავნილი ნათელია, როგორც უკვე განვაცხადე: ჩვენ მტკიცედ ვრჩებით უკრაინისადმი ჩვენს ერთგულებაში და გავაგრძელებთ მისი ბრძოლის მხარდაჭერას თავისუფლებისა და სუვერენიტეტისათვის", - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
პუტინმა გერმანელ მფლობელებს „მეტროს“ ჰიპერმარკეტების ქსელი ჩამოართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics