|
2015-02-11 12:41:05, 1267 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: საჯარო თანამდებობის პირებმა გადაწყვეტილებები საკუთარი პასუხისმგებლობით უნდა მიიღონ
„საჯარო თანამდებობის პირებმა გადაწყვეტილებები საკუთარი პასუხისმგებლობით უნდა მიიღონ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ყოველი საკადრო გადაწყვეტილება დასაბუთებული და არგუმენტებით გაჯერებული უნდა იყოს. „ძალიან ყურადღებით უნდა ვუსმენდეთ საზოგადოების მოსაზრებებს ამა თუ იმ თემაზე, მაგრამ საჯარო თანამდებობის პირებმა გადაწყვეტილებები საკუთარი პასუხისმგებლობით უნდა მიიღონ. უნდა დავასაბუთოთ ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება ვინმეს დანიშვნას, ან დაწინაურებას, არამედ ვინც წინა ხელისუფლების, თუ სხვა დროს იყო რაიმე კრიტიკის ობიექტი. ყოველი საკადრო გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა ჰქონდეს დამაჯერებელი პასუხები, ყველას ეხება ეს. მეორეს მხრივ, ჩვენ უნდა მოვახდინოთ იმის გააზრება, რომ თუ ვინმეს დანაშაული მიუძღვის, ეს სასამართლომ უნდა გაარკვიოს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)