23:29 - 28 Sep, 2026
|
2023-12-15 16:31:45, 993 ნახვა
მსოფლიო
ორბანი - უნგრეთს შეუძლია უკრაინასთან ევროკავშირის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების შეჩერება - თუ საჭირო იქნება, მუხრუჭს დავაჭერთ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთს შეუძლია უკრაინასთან ევროკავშირის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების შეჩერება. ამის შესახებ ორბანმა უნგრეთის სახელმწიფო რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ორბანი აღნიშნავს, უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება ცუდი გადაწყვეტილებაა და საჭიროების შემთხვევაში, უნგრეთი "მუხრუჭს დააჭერს". "ეს არის ცუდი გადაწყვეტილება. ჩვენ შეგვიძლია, ეს პროცესი მოგვიანებით შევაჩეროთ და თუ საჭირო იქნება, ჩვენს მუხრუჭს დავაჭერთ და საბოლოოდ გადაწყვეტილება უნგრეთის პარლამენტის მიერ იქნება მიღებული“, - განაცხადა ორბანმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)