|
2023-12-15 13:27:08, 1000 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - სახელმწიფო მომავალშიც გააგრძელებს ტექნოლოგიების და ინოვაციების მხარდაჭერას, რადგან ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკის ტრანსფორმაციისთვის
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „500 სტარტაპის დემო დღის" ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ლევან დავითაშვილმა დამსწრე საზოგადოებას - აქსელერაციის პროგრამის ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და ბიზნესსექტორს სიტყვით მიმართა, სადაც ისაუბრა როგორც ამ პროგრამის მნიშვნელობაზე, ისე ზოგადად ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, სტარტაპ ეკოსისტემის ზრდისა და განვითარების აუცილებლობასა და ამ კუთხით სახელმწიფოს როლზე. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 500 Global-მა, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად აქსელერაციის პროგრამის მეხუთე ნაკადის შემაჯამებელ ღონისძიებას - დემო დღეს უმასპინძლა. პროგრამის ფარგლებში 5 ქვეყნის 10 სტარტაპს შესაძლებლობა ჰქონდა, საკუთარი კომპანიები ფართო აუდიტორიისთვის გაეცნოთ, მათ შორის ადგილობრივი და საერთაშორისო სტეიკჰოლდერებისთვის, ვენჩურული კაპიტალის მქონე საზოგადოების, ბიზნეს და მედია წარმომადგენლებისთვის. დემო დღე კი მათ შესაძლებლობას აძლევს, შეხვდნენ პოტენციურ ინვესტორებს, წარადგინონ თავიანთი პროდუქტები და დაამყარონ საქმიანი კავშირები. „500 სტარტაპთან" ერთად უკვე მეხუთედ ვაკეთებთ აქსელერაციის პროგრამის დემო დღეს - როცა სტარტაპერებს საშუალება ეძლევათ, თავისი პროდუქტების და მიგნებების, კომპანიის შესახებ გააკეთონ პრეზენტაცია. მათ ასევე საშუალება აქვთ, ესაუბრონ უშუალოდ ინვესტორებს და, რა თქმა უნდა, იზრუნონ ფინანსების მოზიდვაზე იმისთვის, რომ ახალი კომპანიები, ინოვაციები წარმატებული იყოს და გლობალურ ასპარეზზე გავიდნენ", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. მათი ინფორმაციით, 500 Global გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც 2.4 მილიარდიან აქტივებს მართავს. ის ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. ამასთან, 500 Global აქტიურად თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემის შექმნის კუთხით, სადაც სტარტაპებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობა ექნებათ. უწყების ცნობითვე, საქართველოში ჩატარებული 5 ნაკადის ფარგლებში, 60-ზე მეტ სტარტაპს ჰქონდა ინტენსიური აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის საშუალება, მათ შორის ადგილობრივი სტრატაპ-კომპანიების გარდა იყვნენ სტარტაპები უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, ლიეტუვადან და სხვა. ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა სტარტაპ-სისტემის გასავითარებლად წლების განმავლობაში თანმიმდევრულად მუშაობს. „ჩვენ პირველ რიგში აქსელერაციის რეგიონულ პროგრამაში ჩავერთეთ, რაც საშუალებას აძლევს ქართველ მეწარმეებს, რომ გაზარდონ თავიანთი კომპეტენცია და კვალიფიკაცია, უცხოელ ინვესტორებს თავიანთი პროდუქტების შესახებ ესაუბრონ. თუმცა, ამის გარდა, მიმდინარე წელი იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი - ჩვენ კერძო ინვესტორებთან ერთად უკვე ვენჩურული ფონდი დავაფუძნეთ, სადაც ასევე პროფესიონალი მმართველი კომპანია გვყავს იმისთვის, რომ სტარტაპ კომპანიებმა არამხოლოდ უცხოეთში სცადონ დაფინანსების მოზიდვა, არამედ ეს საქართველოშიც შეძლონ და, რა თქმა უნდა, რომ მათი წამოწყებები უფრო წარმატებული იყოს", - განაცხადა დავითაშვილმა. ამასთან, როგორც ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, სახელმწიფო მომავალშიც გააგრძელებს ტექნოლოგიების და ინოვაციების მხარდაჭერას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ტრანსფორმაციისთვის.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)