|
2023-12-14 12:01:31, 960 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული გზამკვლევისადმი მიძღვნილი მეორე პლენარული შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული გზამკვლევისადმი მიძღვნილ მეორე პლენარულ შეხვედრას დაესწრო. „ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ მწვანე ეკონომიკაზე, რომლის შემადგენელი ნაწილიც არის ცირკულარული ეკონომიკა, რომელზეც კეთდება მთავარი აქცენტები. ეს არის ახალი პლატფორმა და სწორი გზა, რომ ხელი შევუწყოთ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას და გვაძლევს საშუალებას, ნარჩენი გამოვიყენოთ მეორე ციკლში, როგორც ნედლეული და შევქმნათ ახალი, დამატებითი ღირებულება და ახალი სამუშაო ადგილები. ქვეყანას შემუშავებული აქვს ცირკულარული ეკონომიკის ე.წ. მეფინგი. საქართველო ორიენტირებულია მწვანე ეკონომიკის დანერგვაზე. შემდეგი ეტაპი გზამკვლევის შემუშავებაა, რათა განვსაზღვროთ სტრატეგია და ღონისძიებათა ნუსხა“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. პლენარულ შეხვედრაში საქართველოს მთავრობის მიერ ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით დაარსებულმა უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ და გზამკვლევის შემუშავებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისის“ ექსპერტთა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის ფარგლებში, სბმკ „ორქისის“ ექპერტებისა და უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების მონაწილეობით მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომლის მიზანი ცირკულარობის დონის შეფასების 2022 წლის ანგარიშის ძირითადი რეკომენდაციების განხილვა და ცირკულარობის გზამკვლევის შემუშავებისათვის სამუშაო მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენდა. პლენარული შეხვედრა გაიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სბმკ „ორქისი“ ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „მმართველობის რეფორმის ფონდი“ (GRF) ქვეპროექტის „ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა მმართველობისა და პოლიტიკის გასაძლიერებლად“ ფარგლებში, რომელსაც შვედეთის მთავრობა აფინანსებს. აღნიშნულ ქვეპროექტს სბმკ „ორქისი“ ახორციელებს, ხოლო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაკოორდინირებელი როლი აკისრია. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)