00:07 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-14 09:21:03, 960 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის შსს-მ კირილ ბუდანოვი ძებნაში გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი ძებნაში გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია РИА Новости ავრცელებს.

მედიის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლითაა აღძრული საქმე ბუდანოვის წინააღმდეგ.

"ძებნაში გამოცხადების საფუძველი არსებობს: იძებნება სისხლის სამართლის მუხლით აღძრული საქმის ფარგლებში", - წერია შსს-ს განცხადებაში.

РИА Новости-ის ცნობითვე, რუსეთის FSB 2022 წლის ოქტომბერში ამტკიცებდა, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო და მისი ხელმძღვანელი პასუხისმგებელნი იყვნენ ყირიმის ხიდზე 8 ოქტომბერს მომხდარი "ტერაქტის ორგანიზებაში".

ამასთან, 2023 წლის 21 აპრილს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კირილ ბუდანოვს ყირიმის ხიდზე "ტერაქტში მონაწილეობისთვის" ბრალი დაუსწრებლად, სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით წაუყენა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
პუტინმა გერმანელ მფლობელებს „მეტროს“ ჰიპერმარკეტების ქსელი ჩამოართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics