|
2023-12-12 16:30:13, 2039 ნახვა
ომი უკრაინაში
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინისთვის $900-მილიონიანი ტრანში დაამტკიცა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) უკრაინის საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის $900-მილიონიანი ტრანშის გამოყოფას მხარი დაუჭირა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. შმიგალის თქმით, მიუხედავად სრულმასშტაბიანი ომისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პროგრამის განხორციელებასა და რეფორმებში უკრაინის მიღწევები აღნიშნა. "უკრაინამ შეასრულა ყველა წაყენებული პირობა, რომელთა შორის იყო საკანონმდებლო ინიციატივები საბიუჯეტო კოდექსის გასაუმჯობესებლად, საგადასახადო პოლიტიკის გაძლიერება, ანტიკორუფციული ზომების მიღება და ა.შ.", - განაცხადა შმიგალმა. მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა ითვალისწინებს 15,6 მილიარდი დოლარის გამოყოფას 4 წლის განმავლობაში ეკონომიკური სტაბილურობისა და უკრაინის აღდგენისთვის.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)