00:41 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-10 11:27:54, 1222 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის ტენესის შტატში ტორნადოს, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტენესის შტატში ტორნადოს, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა, 23 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, 3 პირი ნეშვილის ჩრდილოეთით, მედისონში დაიღუპა. 

მონტგომერის ოლქის ოფიციალური პირები ასევე ადასტურებენ 3 მოქალაქის, მათ შორის ერთი ბავშვის გარდაცვალებას კლარკსვილში.

კლარკსვილის მერის, ჯო პიტსის თქმით, შექმნილი ვითარების გამო, ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, შაბათ-კვირას ღამით კი, კომენდანტის საათი დაწესდა.

შტატის ადგილობრივი მთავრობა ამბობს, რომ მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები და არ არის გამორიცხული, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
პუტინმა გერმანელ მფლობელებს „მეტროს“ ჰიპერმარკეტების ქსელი ჩამოართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics