|
2023-12-09 11:36:41, 1124 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო
აშშ-მა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გაეროს უსაფრთხოების საბჭოში აშშ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არცერთი ქვეყანა არ უნდა შეეგუოს იმას, რაც "ჰამასმა" ჩაიდინა 7 ოქტომბერს, აღნიშნული რეზოლუცია კი ამბობს, "რომ ისრაელმა, უბრალოდ, უნდა მოითმინოს ეს". "არცერთი ქვეყანა არ უნდა შეეგუოს იმას, რაც "ჰამასმა" ჩაიდინა 7 ოქტომბერს. რომელიმე ჩვენს ქვეყანაზე რომ ასეთი თავდასხმა განეხორციელებინათ, ყველას გვექნებოდა მოლოდინი, რომ ეს საბჭო კიდევ ერთხელ დაადასტურებდა ჩვენს უფლებებს, დაგვეცვა ჩვენი მოქალაქეები. რეზოლუციის ყველაზე არარეალური ნაწილია მისი მოწოდება ცეცხლის უპირობო შეწყვეტის შესახებ. ეს, უბრალოდ, დატოვებს "ჰამასს" ადგილზე, შეძლებს, გადაჯგუფდეს და გაიმეოროს ის, რაც გააკეთა 7 ოქტომბერს. ეს რეზოლუცია არსებითად ამბობს, რომ ისრაელმა, უბრალოდ, უნდა მოითმინოს ეს", - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)