02:04 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-06 09:19:58, 1048 ნახვა

მსოფლიო
ნეთანიაჰუ - მივმართავ უფლებადამცველ ორგანიზაციებს - სად ჯანდაბაში ხართ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უფლებადამცველ და ქალთა ორგანიზაციებს, ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ისინი ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" მიერ ისრაელელი ქალების მიმართ ჩადენილი გაუპატიურებებისა და სხვა სისასტიკეების შესახებ ხმამაღლა არ საუბრობენ.

თელ-ავივში თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან და ომის კაბინეტის წევრ ბენი განცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ის გათავისუფლებულ მძევლებს და მძევლად მყოფთა ნათესავებს შეხვდა.

"მე მოვისმინე ძალადობის გულისამაჩუყებელი ისტორიები. მე გავიგე სექსუალური ძალადობისა და სასტიკი გაუპატიურების უპრეცედენტო შემთხვევების შესახებ",- ამბობს ნეთანიაჰუ და დასძენს, რომ ამის მიუხედავად, ქალთა და უფლებადამცველი ორგანიზაციების შეშფოთება აღნიშნულის თაობაზე არ გაუგია.

"ჩუმად ხართ, რადგან ისინი ებრაელი ქალები არიან?! მივმართავ ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს, გსმენიათ ისრაელელი ქალების გაუპატიურების, მათ მიმართ საშინელი სისასტიკისა და სექსუალური დასახიჩრების შესახებ? სად ჯანდაბაში ხართ? მე ველოდები, რომ ყველა ცივილიზებული ლიდერი, მთავრობა, ერი ილაპარაკებს ამ სისასტიკის წინააღმდეგ",- განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
პუტინმა გერმანელ მფლობელებს „მეტროს“ ჰიპერმარკეტების ქსელი ჩამოართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics