|
2023-12-05 17:52:53, 734 ნახვა
ეკონომიკა
გურამ გურამიშვილის თავმჯდომარეობით ტრასეკას ეროვნული მდივნების სხდომა გაიმართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის თავმჯდომარეობით, თბილისში, 5 დეკემბერს, ტრასეკას ეროვნული მდივნების სხდომა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (ტრასეკა) სამდივნოს ორგანიზებით ჩატარდა. "სხდომის ფარგლებში, ტრასეკას წევრი ქვეყნების დელეგაციებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული რიგი საკითხებისა, მათ შორის ტრასეკას 2022 – 2026 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების მდგომარეობა და სამომავლო ნაბიჯები. წევრი ქვეყნების ეროვნული მდივნები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ეფექტურობის და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაზე. თავის გამოსვლაში, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა გურამ გურამიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს როლს ტრასეკას დერეფნის განვითარებაში და მის აქტიურ ჩართულობას ტრასეკას ფარგლებში მიმდინარე საპილოტე ინიციატივებსა და პროექტებში. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან სახელმწიფო ინვესტიციებს ახორციელებს ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით. მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე, რომლის განხორციელების შემდეგ, მას შეეძლება მოემსახუროს ტრასეკას დერეფანში გამავალ ტვირთებს და ამით ხელი შეუწყოს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის სატრანსპორტო ნაკადების ინტენსიფიკაციას. აღსანიშნავია, რომ საქართველო 2023 წელს ტრასეკას სამთავრობათაშორისო კომისიის თავმჯდომარე ქვეყანაა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)