02:04 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-05 17:45:00, 743 ნახვა

მსოფლიო
კატარის ემირმა გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა, მოუწოდოს ისრაელს, რომ მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს

კატარის ემირმა, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ ტანიმ გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა, მოუწოდოს ისრაელს, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

მისი თქმით, კატარი სისტემურად მუშაობს ორივე მხარესთან, რათა მოლაპარაკებებს დაუბრუნდნენ.

როგორც ემირი აღნიშნავს, "პაუზები არ არის ალტერნატივა მუდმივი ცეცხლის შეწყვეტისთვის".

„სამარცხვინოა საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ ეს საზარელი დანაშაული თითქმის ორი თვეა, გრძელდება, რომლის დროსაც სისტემატური და დაუნდობელი ხოცვა მიმდინარეობს უდანაშაულო მოქალაქეების, მათ შორის ბავშვებისა და ქალების“, - განაცხადა ემირმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
პუტინმა გერმანელ მფლობელებს „მეტროს“ ჰიპერმარკეტების ქსელი ჩამოართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics