02:47 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-04 23:12:33, 907 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთი მოითხოვს, რომ EU-მ სატვირთო მანქანების უკრაინელი მძღოლებისთვის ნებართვების მიღების სისტემა აღადგინოს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი უკრაინელი მძღოლებისთვის ნებართვის სისტემის აღდგენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც მორავიეცკი აღნიშნავს, პოლონეთი მოითხოვს, რომ ევროკავშირმა სატვირთო მანქანების უკრაინელი მძღოლებისთვის ნებართვების სისტემა აღადგინოს.

"ჩვენ მტკიცედ და ცალსახად მოვითხოვთ უკრაინელი მძღოლებისთვის სატრანსპორტო ნებართვების აღდგენას", - განაცხადა მორავეცკიმ.

ცნობისთვის, სატვირთო მანქანების პოლონელმა მძღოლებმა პროტესტი 6 ნოემბერს დაიწყეს და მოითხოვეს, რომ ევროკავშირმა ხელახლა შემოიღოს ნებართვების სისტემა უკრაინელი მძღოლებისთვის, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიაზე შედიან.

ნებართვების სისტემა გასულ წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაუქმდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვია.
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics