|
2023-12-02 16:52:13, 1296 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ვაანალიზებთ ყველა შესაძლო სცენარს 2024 წლისთვის, ცვლილებები საჭიროა
ყველა შესაძლო სცენარს ვაანალიზებთ და 2024 წელი ჩვენი, უკრაინული სცენარი უნდა იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, იქნება კონკრეტული ოპერაციები ძალიან კონკრეტული დასაბუთებით, რომელიც ასევე მისცემს უკრაინას ძალიან კონკრეტულ შედეგებს. „ჩვენ ვამზადებთ განახლებულ მოთხოვნებს პარტნიორებთან კომუნიკაციისთვის. წინ ნაყოფიერი საუბრების კვირა გველოდება. უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა შტაბის სხდომაზე რუსეთის შესაძლო ქმედებებისა და მომავალი წლის საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა. ვაანალიზებთ ყველა შესაძლო სცენარს 2024 წლისთვის. უკრაინაში ყველა ხვდება, რომ ცვლილებები საჭიროა. ეს არ ეხება მხოლოდ მათ, ვისი მობილიზებაც შესაძლებელია. საქმე ეხება პირობებს ყველასთვის, ვინც ამჟამად ჯარში იმყოფება და მათთვის, ვინც ჯარში წავა. ეს არის ყოვლისმომცველი რამ, რაც სამხედრო ხელმძღვანელობამ და თავდაცვის სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს და წარუდგინოს პერსონალს. ველოდები ინტეგრირებულ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)