|
2023-11-30 16:21:18, 742 ნახვა
მსოფლიო
ობრაიენი - საქართველოსა და მოლდოვაში კონფლიქტების გადაჭრა ჩვენს განახლებულ ვალდებულებას მოითხოვს
კონფლიქტები გრძელდება საქართველოსა და მოლდოვაში, რაც მოითხოვს ჩვენს განახლებულ ვალდებულებას, რათა ისინი გადაიჭრას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ობრაიენმა ეუთოს მინისტერიალზე განაცხადა. ობრაიენმა ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრაზე და აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედება სრულად ეწინააღმდგება ცივილიზებულ სტანდარტებს და საერთაშორისო კანონმდებლობას. „კონფლიქტები გრძელდება საქართველოსა და მოლდოვაში, რაც მოითხოვს ჩვენს განახლებულ ვალდებულებას, რათა ისინი გადაიჭრას, რომ ეს საზოგადოებები სრულ შესაბამისობაში მოვიდნენ მათი ხალხის არჩევანთან - იყვნენ იმ ქვეყნების უფრო ფართო თანამეგობრობის ნაწილი, რომლებიც კანონის უზენაესობის ერთგული არიან“, - განაცხადა ჯეიმს ობრაიენმა. ცნობისთვის, ეუთოს მინისტერიალი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში 30 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე გაიმართება. ჩრდილოეთ მაკედონიამ, რომელიც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანაა, მინისტერიალზე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიწვია. აღნიშნულის გამო, ბალტიის ქვეყნებმა და უკრაინამ სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვეს. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)