03:33 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-30 09:09:58, 708 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საერთაშორისო გეოპოლიტიკური საკონსულტაციო ფირმა Kissinger Associates-ი ავრცელებს.

Kissinger Associates-ის ცნობით, ჰენრი კისინჯერი კონექტიკუტში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

„დოქტორი ჰენრი კისინჯერი, პატივცემული ამერიკელი მეცნიერი და სახელმწიფო მოღვაწე დღეს, კონექტიკუტში, საკუთარ სახლში, გარდაიცვალა“, - ნათქვამია ფირმის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 1960-იანი წლების ბოლოდან ჰენრი კისინჯერი აშშ-ის პრეზიდენტების - რიჩარდ ნიქსონის და ჯერალდ ფორდის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ხოლო 1973-1977 წლებში სახელმწიფო მდივანი იყო. 

1973 წელს კისინჯერს ვიეტნამში ომის დასრულებაში შეტანილი წვლილისთვის ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვია.
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics