04:58 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-24 10:40:00, 2033 ნახვა

მსოფლიო
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა

ისრაელსა და "ჰამასს" შორის 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. შეთანხმება ძალაში დღეს, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე შევიდა. 

არსებული ინფორმაციით, მძევლების გათავისუფლების პროცესი, რომელიც დროებითი ზავით არის გათვალისწინებული, 16:00 საათზე უნდა დაიწყოს.

შეგახსენებთ, ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გუშინ, 24 ნოემბერს შედგა.

მანამდე, 21 ნოემბერს, ორ მხარეს შორის გაიმართა მოლაპარაკება, რომლის მიხედვითაც, 4 დღის განმავლობაში, 50 მძევალი 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ უნდა გათავისუფლებულიყო.. 

22 ნოემბერს, ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მუსა აბუ მარზუკმამ განაცხადა, რომ ისრაელ-„ჰამასს“ შორის დადებული ზავი ძალაში 23 ნოემბერს შევიდოდა, თუმცა, 24 ნოემბერს, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ცაჰი ჰანეგბიმ თქვა, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება პარასკევამდე არ ამოქმედდებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვია.
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics